ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ დასაბრუნებლად მზადაა. La Stampa-ს ინფორმაციით, პირლო სამწვრთნელო კარიერას იწყებს და საწყის ეტაპზე „იუვეს“ 23-წლამდე უგნდ ჩაიბარებს, რომელსაც ამჟამად ფაბიო პეკია ავარჯიშებს.
„იუვენტუსის“ მიზანია, რომ პირლომ ზუსტად ის გზა გაიაროს, რაც თავის დროზე პეპ გვარდიოლამ და ზინედინ ზიდანმა, როდესაც „ბარსელონასა“ და „რეალში“ მუშაობა დაიწყეს.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდიდან ჩაიბარებს ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ მეორე გუნდს. შეგახსენებთ, რომ „მაესტრო“ ტურინში 2011-2015 წლებში თამაშობდა.