ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს აქტიურად ეძებს. აქამდე ყველაზე აქტიურად არკადიუშ მილიკისა და ედინ ჯეკოს შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ახლა ტურინელებს კიდევ ერთი ვარიანტი აქვთ.
ბერგამოს „ატალანტას“ ბომბარდირი დუვან ძაპატა. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „იუვეს“ ხელმძღვანელობა კოლუმბიელის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს.
ჯერჯერობით უფრო მეტი დეტალი უცნობია და ისიც, რა თანხის გადახდას აპირებს „იუვენტუსი“ სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელში.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ძაპატამ 22 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.