ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა. აგრეთვე, გუნდში არსებულ ვითარებაზე და ფეხბურთელთა მდგომარეობაზე.
„სასუოლო“ ერთ-ერთი გუნდია, რომელიც „ატალანტას“ გზაზე გადის. აგრძელებს უწყვეტ პროექტს და ჰყავს მაღალი დონის მწვრთნელი. მას არაჩვეულებრივად შეუძლია შეტევა და საშიშია. მაგრამ ჩვენც უნდა გვქონდეს ენთუზიაზმი, მნიშვნელოვანი ტიტულითვის ვიბრძვით.
„სასუოლოს“ ბურთის ფლობა უყვარს, იცის, როგორ წაართვას მეტოქეს ბურთი და მართოს თამაში. ზოგჯერ მოგვიწევს დაბრკოლებების გადალხვა და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. რობერტო დე ძერბის მნიშვნელოვანი იდეები აქვს გუნდის სასიკეთოდ, ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება. ჩემგან არის შთაგონებული? ბევრ რამეს სწავლობს, მაგრამ 99% მისი თავიდან მოდის.
ეს სკუდეტო უმნიშვნელო ვარაა, ჯერ კიდევ მოგვიწევს ნერვიულობა. მომდევნო 6 თამაშში 11 ქულა გვჭირდება, მაგრამ არამგონია ვინმეს დამოკიდებულა შეიცვალოს. სპორტში არაფერია გარანტირებული.
დემირალი კარგადაა, მასში დიდ სირთულეებს არ ვხედავ. გუშინწინ დაგვიბრუნდა და ამიტომ სავარჯიშოდ კიდევ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ, რომ კონდიციაში დაბრუნდეს. მებრძოლია, ეფექტურად მუშაობს.
ბოლო 6 მატჩში 17 გოლი გავიტანეთ და ამ მომენტში ვფიქრობ ნახევარმცველების გოლების ნაკლებობა პრობლემა არაა. რემზის აქვს სხვებთან შედარებით ის თვისებები, რომ მეტი გოლი გაიტანოს, რაბიო და ბენტანკურიც იზრდებიან.
პიანიჩი წინა მატჩში მცირე დაღლილობას განიცდიდა, რაც შეიძლებოდა პრობლემა გამხდარიყო. ამ კვირაში ნორმალურად ვარჯიშობს და შევაფასებთ ითამაშებს თუ არა ხვალ. ბონუჩის მცირე დაზიანება აქვს, ამიტომ ხვალ დაისვენებს.
კიელინი ჩვენთვის ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი დარდია, მისი არყოფნა მძიმეა. ის არის ლიდერი მოთამაშე, ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა, შემდეგ დაბრუნდა და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. ხუთი დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იზრდება. ამჟამად 90 წუთისთვის მზად არაა, მაგრამ ვითარდება.
მოცემულ მომენტში თავში მხოლოდ გაანგარიშება გვაქვს: 11 ქულა უნდა მოვიპოვოთ 6 თამაშში. დანარჩენი ჩვენთვის საინტერესო არაა. იმედია, მალე უფრო მეტი როტაციის საშუალება მექნება“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 15 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.