მთავარი / სიახლეები / დიბალა “იუვეში” 2025 წლამდე

დიბალა “იუვეში” 2025 წლამდე

„იუვენტუსში“ პაულო დიბალას დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ დროის საკითხია.

Tuttosport-ის ცნობით, არგენტინელი ახალ ხელშეკრულებას სერია A-ს სეზონის დასრულების შემდეგ ან აგვისტოს დასაწყისში მოაწერს.

კონტრაქტი 3 წლით განახლდება და დიბალა „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 2025 წლამდე იქნება. პაულო, რომ ტურინში რჩება ეს რამდენიმე დღის წინ ფაბიო პარატიჩიმაც არ დამალა, რომელმაც მას კლუბის მომავალი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 223 შეხვედრაში 95 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …