ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვე“ არგენტინელის „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდვაზე თანახმა იქნება, თუ ინგლისური გუნდისგან მინიმუმ 90 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
დიბალას სამსახურით „სიტის“ გარდა, პსჟ და „რეალიც“ არიან დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს იტალიურ მედია აქტიურად წერს, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე ზაფხულში კილიან მბაპე იქნება. ფრანგის დამატების სანაცვლოდ კი დიბალას „ბებერი სინიორას“ დატოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვემ“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეიძინა. მოქმედი კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.