ტურინის „იუვენტუსის“ საახალწლო შვებულება დასრულებულია. გუნდი დეს შეიკრიბა და კონტინასას ბაზაზე 2019 წლის პირველი ვარჯიში გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმო, ხოლო ვარჯიშის მეორე ნაწილმა ძირითადად ბურთთან კონტაქტში განვლო.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ჟოაუ კანსელუმ, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა.
„იუვეს“ მორიგი საწვრთნელი პროცესი ხვალ დილითაა ჩანინუშლი. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი 2019 წელს პირველ შეხვედრას 12 იანვარს, იტალიის თასის მერვედფინალში „ბოლონიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.