ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი ჟოაუ კანსელუმ დატოვა. პორტუგალიელმა მცველმა დღეს გუნდთან ერთად წლის პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ნაწილობრივ და არა სრული დატვირთვით.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სათამაშოდ მზად კანსელუ, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ იტალიის სუპერთასზე 16 იანვარს, „მილანს“ დაუპირისპირდეს.
შეგახსენებთ, რომ კანსელუ ბოლოს მოედანზე 7 დეკემბერს, „ინტერთან“ მატჩში იყო, ხოლო შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა „იუვეს“ ღირსება 15 მატჩში დაიცვა.