იტალიის თასის ფინალს, რომელიც ტურინის „იუვენტუსსა“ და ბერგამოს „ატალანტას“ შორის გაიმართება, გულშემატკივარი დაესწრება.
იტალიური მედიის ცნობით, რეჯიო ემილიას, „მაპეი სთედიუმზე“ ტევადოვის 20%-ს დაუშვებენ და ეს ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის, როდესაც რომში გულშემატკივრების 25%-ს დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ 19 მაისს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.