მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ დაბრუნება უფრო რეალური ხდება. როგორც Sportmediaset-ი იტყობინება, გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ალეგრი სეზონის დასრულების შემდეგ „იუვეში“ დაბრუნდება.
ალეგრი იმ შემთხვევაშიც დაბრუნდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ხოლო ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთვევაშიც გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს 11 ტიტული მოაგებინა.