ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელი ჯონ ელკანი ოთხშაბათს კონტინასას ბაზაზე იმყოფებოდა. Exor-ის პირველი ნომერი ფეხბურთელებს არ შეხვედრიან, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედს, ფაბიო პარატიჩის და ფედერიკო კერუბინის ის გაესაუბრა,მაგრამ იტალიუირ მედია წერს, რომ ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო და ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ 27 მაისს Exor-ის აქციონერთა კრებაა დაგეგმილი და ბევრი რამ სწორედ იმ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.