ტურინის იუვენტუსის მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, უნდა გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალას და გონსალო იგუაინის ტრიო სუპერთასის მატჩს, ხოლო ლაციოს კი, მათი იდეალური თერთმეტეული ჰყავს.
დღეს ერ-რიადში, თბილისის დროით 20:45 წუთზე, დაიწყება ტრადიციული მატჩი სკუდეტოს მფლობელებსა და იტალიის თასის გამარჯვებულებს შორის.
ეს ორი გუნდი ორი კვირის წინ, სერია ა-ს მე-15 ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. ეს იყო მიმდინარე სეზონში მაურიციო სარის პირველი და ჯერჯერობით ბოლო მარცხი.
ამ წაგების შემდეგ, მაურიციო სარიმ სერია ა-ში ჩაატარა ორი შეხვედრა იუვენტუსის შემტევი ტრიოთი (კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა და გონსაალო იგუაინი). გუნდმა ორივე მატჩის მოგება მოახერხა, სამპდორიას და უდინეზეს წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, ვრცელდება ცნობები, რომ მაურიციო სარი აპირებს სასტარტო შემადგენლობაში ტრიადის გამოყვანას. თუ არა, მაშინ დიბალას ან უფრო სავარაუდოა, რომ გონსალო იგუაინს ჩაანაცვლებს ფედერიკო ბერნარდესკი, რადგან აარონ რემზი არ განიხილება საკმარისად შესაფერისად.
იტალიის სუპერთასის სავარაუდო შემადგენლობა:
იუვენტუსი (4-3-3): შესნი; კვადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუდი; დიბალა, რონალდუ, იგუაინი.
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა; ლუიზ ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაცარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, ლულიჩი; იმობილე, კორეა