მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ერ-რიადში აკადემია გახსნა

“იუვენტუსმა” ერ-რიადში აკადემია გახსნა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასის ერ-რიადში გამართვით ისარგებლა და ამავე ქალაქში „იუვენტუსის“ აკადემია ოფიციალურად გახსნა.

საზეიმო ცერემონიას „იუვეს“ ელჩი დავიდ ტრეზეგე უძღვებოდა, რომელმაც ბავშვებს ავტოგრაფები დაურიგა და ფოტოები გადაიღო. საუდის არაბეთში ტურინელებმა მესამე აკადემია გახსნეს. აქამდე ჯიდასა და ალ ხობარის შემდეგ, სადაც ჯამში 685 ბავშვი ირიცხება.

გარდა ამისა, დღეს „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ შეხვედრას აკადემიის 400-მდე ბავშვი დაესწრება და იმ გუნდს უგულშემატკივრებენ, რომლის აკადემიაშიც ირიცხებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …