იტალიელი ჟურნალისტი ჯანკარლო პადოვანი პაულო დიბალას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დროა არგენტინელმა თავისი სიტყვა თქვას და დაამტკიცოს, რომ დიდი მოთამაშეა.
„გასული სეზონი კარგი არ ყოფილა, ეს ცუდი სეზონი იყო. მართალია, რომ კარიდან 40 მეტრის დაშორებით თამაშობდა, მაგრამ ის თავდამსხმელია და არა ცრუ ცხრიანი. პრაქტიკულად ორჯერ გაიყიდა, თუმცა უარი თვითონ თქვა, ახლა კი უნდა დაამტკიცოს, რომ დიდი ფეხბურთელია, რადგან ამის გაკეთების დრო მოვიდა. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ფლორენციაში ითამაშებს“, – თქვა პადოვანიმ.
აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის ვარაუდით, დიბალა „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ისევ არ იქნება.