მთავარი / სიახლეები / ტაკონი: “ქველმოქმედები ვიყოთ და სკუდეტო სხვამ მოიგოს, ოღონდ “ინტერმა” არა”

ტაკონი: “ქველმოქმედები ვიყოთ და სკუდეტო სხვამ მოიგოს, ოღონდ “ინტერმა” არა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ უნდა, სკუდეტოზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს.

თანაც, ვეტერანი მეკარე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება სხვა გუნდებიც თუ გაიხარებენ, მთავარია ეს „ინტერი“ არ იყოს.

სკუდეტო – ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში „იუვემ“ რაღაც უნდა დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არმგონია, რომ ყველაფერი მოიგოს. ვფიქრობ, ისინი ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის თასზე გაამახვილებენ. მოდით, ქველმოქმედები ვიყოთ და სხვებსაც მივცეთ ტიტულის მოგების შანსი. უბრალოდ, საკმარისია „ინტერმა“ არ მოიგოს. ნორმალურია, რომ „იუვეს“ გულშემატკივრებს ურჩევნიათ „ინტერმა“ არ გაიმარჯვოს, მითუმეტეს კონტესთან ერთად, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, ეს საკითხიც უინტერესო გახდება.

ანტონიო კონტე – კონტეს არ გაუმართლა, რადგან წარმატებას თუ ვერ მიაღწევს, მის იუვენტინოობას დააბრალებენ. „ინტერს“ შეუძლია ამ სეზონში ბრძოლა, მაგრამ „იუვეს“ პრაქტიკულად ორი გუნდი ჰყავს. ვნახოთ შეძლებს თუ არა სარი ასეთი გუნდის მართვას და ყველას დაკმაყოფილებას“, – თქვა ტაკონიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …