ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ყატარში გადასვლაზე უარი თქვა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 30 სექტემბრამდეა ღია. თუმცა, ხორვატმა ამ მომენტისთვის ტურინში დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა.
ხორვატ ფორვარდს ყატარში „ალ-გარაფა“ ეპატიჟებოდა და სარფიან კონტრაქტსაც სთავაზობდა, მაგრამ მარიოს ჯერ ევროპაში თამაში ურჩევნია.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და მასიმილაინო ალეგრის პერიოდში საკვანძო ფიგურაც იყო.