ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კლუბთან შეთანხმებით ტურინი დატოვა. „პიპიტა“ არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ავადმყოფ დედასთან იქნება.
„იუვენტუსი“ კარანტინში იმყოფება და საწვრთნელი პროცესი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია. შედეგად, იგუაინმა ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა და იტალია დატოვა.
იგუაინის გარდა, Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ტურინი მირალემ პიანიჩმა და სამი ხედირამაც დატოვეს.