იტალიის სერია A-ს კლუბები კორონავირუსის გამო ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებას აპირებენ. განიხილება 20 ან 30%-ით ხელფასის შემცირება, იქამდე, სანამ მსოფლიოში პანდემია გადაივლის.
ასეთ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც წელიწადში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი ელოდება.
იტალიური მედია იტყობინება, რომ თუ იტალიური გუნდები საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერედბიან, ფეხბურთელებს გარკვეული ფინანსური ზარალის მიღება მოუწევთ, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებით, რომელსაც 9 მილიონ ევროზე მოუწევს უარის თქმა.