ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუსა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების შესახებ ისაუბრა. შვედი შემტევის განცხადებით, „იუვე“ გამოწვევა არაა, თუმცა, რონალდუ იტალიის ჩემპიონატისთვის დიდი შენაძენია.
“ჩემპიონთა ლიგა წელს ძალიან კონკურენტუნარიანია, ერთი გამორჩეული ფავორიტი არ არსებობს. კარგი იქნება თუ ჩემი ყოფილი გუნდებიდან რომელიმე მოუგებს: პსჟ, „მანჩესტერი“, „იუვე“ ან „ბარსელონა“. „ინტერი“ სამწუხაროდ უკვე გამოეთიშა ასპარეზობას, „მილანი“ კი არ მონაწილეობს. ოთხი გუნდია და იმედია მათგან რომელიმე გაიმარჯვებს.
რონალდუ? – არ მითქვამს, რომ ის დიდი არაა. ვთქვი, რომ „იუვეში“ გადასვლა გამოწვევა არაა. ვფიქრობ, გამოწვევა არაა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდშ გადასვლა. ჩემთვის გამოწვევა ჰქვია იმას, როდესაც სუსტ გუნდს მაღალ სიმაღლეზე აიყვან. ყველაშემთხვევაში იტალიური ფეხბურთის კრიშტიანუ დიდი შენაძენია, რადგან მისი წყალობით სერია A იზრდება, რომელიც ჩემი მეორე სახლია“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა DAZN-თან საუბარში.