ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ფროზინონეს“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრიმ უკვე გაასაჯაროვა გუნდის განაცხადი, რომელშიც ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი არიან.
სამაგიეროდ, ისევ ტრავმირებულია დუგლას კოშტა, ხოლო ალექს სანდრო დისკვალიფიცირებულია.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.