ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა დაადასტურა, რომ „იუვენტუსი“ მატის დე ლიხტის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ „იუვეს“ ყოფილმა მეკარემ Rai Sport-ს განუცხადა:
„დე ლიხტი „იუვენტუსში“? მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელსაც მისი შეძენა უნდა. მაგრამ, არ ვიცი, გადავა თუ არა დე ლიხტი „იუვენტუსში“, – განაცხადა ვან დერ სარმა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „რეალის“ შეხვედრას ფაბიო პარატიჩი დაესწრო და სწორედ დე ლიხტის თამაშს აკვირდებოდა. 19 წლის ჰოლანდიელი ამ დროისთვის დაახლოებით 70 მილიონ ევროდ ფასობს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი