მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “გუნდი მზადაა და კონცენტრირებულია”

ალეგრი: “გუნდი მზადაა და კონცენტრირებულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფროზინონესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა დააანონსა, რომ ლეონარდო ბონუჩი და პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

ალეგრიმ აღნიშნა, რომ გუნდი ფიზიკურად კარგ ფორმაშია და სეზონის ბოლო ნაწილისთვის კონცენტრირებულია.

„ფროზინონე“

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ „ფროზინონეს“ დამარცხებაზე, რომ სახლში სამი ქულა წავიღოთ. ასეთ შემთხვევაში სკუდეტოს ერთი მოგებით კიდევ მივუახლოვდებით. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქრებთ. „ფროზინონემ“ სტუმრად სამი თამაში მოიგო გოლგაუშვებლად. არ დამვიწყებია, რომ სამი წლის წინ ბოლო წუთებზე გაგვიტანეს ტურინში და ქულები დავკარგეთ. თამაშს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ხვალ საღამოს გამარჯვება ოთხშაბათის მატჩისთვის მეტ რწმენას შეგვმატებს. ამ მომენტში გუნდი კარგადაა ფიზიკურად და კონცენტრირებულია სეზონის ფინალურ ნაწილზე, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე“

შემადგენლობა

„კარში შჩესნი იქნება, დაცვაში ბონუჩი. კიელინის თამაშის საკითხი რთულადაა, თუ ეს მოხდა, მხოლოდ ერთი ტაიმი. ბარძალი სათადარიგო სკამზე იქნება. ის მესამე ახალგაზრდობას განიცდის, მაგრამ 70 დღე გაუცდა ტრავმის გამო. რუგანის სიტუაცია უნდა შეფასდეს, რადგან დღეს დილით ინდივიდუალურად ივარჯიშა, მცირე დისკოფროტი განიცადა ფეხში. თუ ვერ მოასწრებს აღდგენას, კასერესი ითამაშებს. ფლანგებზე, სპინაცოლა, დე შილიოსა და კანსელუს შორის ორი იქნება მოედანზე. ნახევარდაცვაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, დიდი შანსია, რომ მატუიდიმ დაისვენოს. შეტევაში ნამდვილად ითამაშებენ დიბალა და რონალდუ“.

დიბალა

„პაულოს „იუვენტუსში“ შთამბეჭდავი ციფრები აქვს, 168 მატჩში 74 გოლი გაიტანა. ამ ეპოქაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მიმდინარე სეზონში განსხვავებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

ჩემპიონთა ლიგა

„პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გუშინ, „რეალმა“ შესანიშნავი „აიაქსის“ წინააღმდეგ კარგი ფეხბურთი ითამაშა. „ტოტენჰემი“ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და შეუძლია ნახევარფინალში გავიდეს. 7-8 გუნდია, რომელთაც ნახევარფინალში თავისუფლად შეუძლიათ გასვლა. VAR-ი ევროპაში?კმაყოფილი ვარ, რომ გამოიყენებენ. „აიაქსის“ გოლი ნორმალურ სიტუაციაში არ გაუმქდებოდა, მაგრამ სუბიექტურ სიტუაციებში ყოველთვის მსაჯები შეხედულემისამებრ იღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …