მთავარი / სიახლეები / გრიზმანის შემცვლელად დიბალას ასახელებენ

გრიზმანის შემცვლელად დიბალას ასახელებენ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუკავშირეს. Tuttosport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ესპანური გუნდიდან ანტუან გრიზმანის წასვლა დადასტურდა, მის მემკვიდრეთა შორის დიბალა ფავორიტია.

ჯერჯერობით სხვა დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ატლეტიკოს“ გრიზმანის გარდა სავარაუდოდ, დიეგო კოშტაც დატოვებს და სიმეონე ამ ფეხბურთელების შეცვლას არგენტინული დუეტით, დიბალა-იკარდით აპირებს.

მოგეხსენებათ, დიბალას „იუვეში“ წარუმატებელი სეზონი ჰქონდა და „ატლეტიკოს“ გარდა, „მანჩესტერსა“ და „ბაიერნსაც“ უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …