ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო „ბებერ სინიორას“ მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპს ურჩევს. „პრინცი“ Tuttosport-ს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
„ალეგრი ძალიან კარგად მუშაობს, ბევრი ტიტული მოიგო. თუმცა, თუ ის გუნდში არ დარჩება, „იუვემ“ აქცენტი კლოპზე უნდა გააკეთოს. მომწონს მისი სასიკვდილო სათამაშო სტილი და იტალიურ ფეხბურთს კარგად მოერგება. მაგრამ თუ ალეგრი დარცება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ყოველთვის იმარჯვებს და ეს ცოტა არაა.
ფეხბურთელები – ჩემზე დე იონგმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ „ბარსელონაში“ გადავიდა. ძალიან მინდა იტალიაში ვნახო დე ბრუინი ან აზარი, თუმცა, ეს რთული იქნება. შესაბამისად, ვიტყოდი პოგბას. პოლის დაბრუნება დიდებული იქნებოდა, „იუვეს“ სჭირდება შეტევით ფაზაში ძლიერი ნახევარმცველი. რა თქმა უნდა, არ მესმის მისი არჩევანი „მანჩესტერში“ წასვლის შესახებ, სადაც იქამდეც იყო. მესმის ფული, მაგრამ თუ თავისი კარიერის ევოლუციაზე ფიქრობდა, მაშინ ესპანეთი უნდა აერჩია. საწყის ორ ვარჯიშზე მივხვდი, რომ ფენომენი იყო, შემდეგ ჩვენს გუნდთან ერთად პროფესიონალად გაიზარდა.
დიბალაზე გაგიჟებული ვარ და იმედია არ გაყიდიან. ეს შეცდომა იქნება, რადგან მისნაირი ტალანტი ძალიან ცოტას აქვს. მახსოვს ჩინეთში სუპერთასის თამაში, სათადარიგო სკამიდან დაიწყო, შემდეგ მოედანზე შემოვიდა და მაშინვე ვუთხარი: საჯარიმოში იყავი, რადგან შენნაირი ფეხის ფეხბურთელი კართან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. მან იცის, რომ კარიერაში შეიძლება რთული სეზონებიც ჰქონდეს. კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის მოდელი უნდა მოიძებნოს, პაულო არის გიჟი, რომლის დაკარგვა არ შეიძლება.
იკარდი? ტრეზეგეს გავს, მიზანი გოლის გატანა. მაგრამ, ისევე როგორც ტრეზეგე დიდად დამოკიდებულია გუნდზე. ის და დიბალა საოცარ წყვილს შექმნიან, მაურო უნდა ადაპტირეს „იუვეს“ სტილთან. კონტე „ინტერში“? – ანტონიო პროფესიონალია.
21 წლის ასაკში „რეალი“ მიწევდა, რომელსაც კაპელო ავარჯიშებდა. „იუვესთან“ კონტრაქტი მეწურებოდა, მაგრამ სერია B-ში ხშირად ვთამაშობდი, ოცნებას ვიხდენდი, რასაც „იუვენტუსში“ თამაში ერქვა. ამიტომ, უარი ვუთხარი. მოგვიანებით „მანჩესტერი“ მიწვევდა. მაგრამ „იუვენტუსის“ დატოვება ადვილი არაა.
დე როსი? დანიელე შესანიშნავია, ძალიან მიყვარს. რთულია ერთ გუნდში დიდი ხანი დარჩე, იპოვო სტიმული. კონტეს პერიოდში მე და კიელინი დანიელეზე ზეწოლას ვახდენდით, გვინდოდა „იუვენტუსში“ გადმოსულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, „რომას“ დატოვება არ უნდოდა.
ჯუზეპე როსი? როდესაც როსი „ვილიარეალში“ თამაშობდა, ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ვცდილობდი ისიც დამეთანხმებინა „იუვეში“ გადმოსვალზე. ბოლოს, გადაწყვიტა „ვილიარეალში“ დარჩენა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. ეს იყო კონტეს პირველი სეზონი, როდესაც ჩვენ ევროთასებზე არ ვთამაშობდით. ორი წლის მერე ეროვნულ ნაკრებში ვუთხარი, რომ უმჯობესი იყო ჩვენთან წამოსულიყო.
„იუვესთან“ ჩემი პირველი მოგონება? პირველი რაც მახსენდება ბაჯოს გოლია „მილანის“ კარში (1994 წლის 30 ოქტომბერი, როდესაც 8 წლის იყო – ავტ), ლიპის პირველი სკუდეტოს სეზონში. ბავშვობიდანვე „დელე ალპიზე“ ხშირად დავდიოდი. წელს კი, „იუვეს“ პრაქტიკულად ყველა თამაში ვნახე“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვენტუსში“ 1993-2018 წლებში თამაშობდა (მთავარი გუნდში 2005-2018 წლებში).