ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა „პარი სენ ჟერმენის“ მარჯვენა მცველი ტომას მუნიე დაიმატოს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება. ბელგიელს ფრანგებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ დამდეგ ზაფხულს პარიზის დატოვების დიდი შანსი ექნება. „იუვე“ კი ჟოაუ კანსელუს შემცვლელს ეძებს, რომლის თამაშით უკმაყოფილონი არიან და თანაც, „მანჩესტერ სიტი“ პორტუგალიელში 60 მილიონს იხდის. ეს ფაქტი კი მისი გაყიდვის შანსს რეალურს ხდის.
მუნიე „იუვენტუსის“ თვალთახედვის არეში გასულ ზაფხულსაც იყო, მაგრამ მაშინ არჩევან ჟოაუ კანსელუზე შეჩერდა.