მთავარი / სიახლეები / დელ პიერო დე როსის: “ვიცი, ახლა რასაც გრძნობ”

დელ პიერო დე როსის: “ვიცი, ახლა რასაც გრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ დანიელე დე როსის სოციალურ ქსელში წერილი მიუძღვნა. დე როსის 18-წლიანი კარიერა „რომაში“ დასრულდა და დელ პიეროც პოსტიც ამ ამბავს დაეთმო.

„შენ იყავი ლოიალური მეტოქე და დაუვიწყარი მომენტების კომპანიონი. ის სტადიონი, ის პენალტების სერია. მსოფლიოს ჩემპიონობა! მაგრამ, განსაკუთრებით ღრმა და განსაკუთრებული ადამიანი ხარ. ვიცი, რასაც გრძნობ და შემიძლია წარმოვიდგინო რამდენად გინდა კიდევ თამაში, გართობა და ფეხბურის დიდი ვნების ჩვენება მოედანზე. და როდესაც კარიერას დაასრულებს, ვიცი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი გახდები ან ის, რაც გენდომება. გეხვევი შესანიშნავო დანიელე, დღეს, როგორც ბერლინში“, – დაწერა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოფიციალურად გაჟღერდა დანიელე დე როსის „რომადან“ წასვლის ინფორმაცია.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …