პაულო დიბალას ძმა გუსტავო დიბალა ამბობს, რომ მისი ძმა ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. გუსტავოს განცხადებით, პაულო იტალიაში ბედნიერი აღარაა.
„დიდი შანსია, რომ პაულომ „იუვენტუსი“ დატოვოს, ცვლილება სჭირდება. ის კარგად იყო იტალიაში, მაგრამ ახლა ასეა არაა, ვფიქრობ სხვა ფეხბურთელებიც წავლენ.
რონალდუსთან მოედნის მიღმა პრობლემები არასდროს ჰქონია, მაგრამ მოედანზე კი. არ შეუძლია მასთან შეჯიბრება, პაულო ახალგაზრდაა. ესპანეთი თუ ინგლისი? არ ვიცი, არ შემიძლია თქმა“, – განაცხადა გუსტავომ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.