მთავარი / ბლოგი / კაპიტნების ისტორია: ალესანდრო დელ პიერო

კაპიტნების ისტორია: ალესანდრო დელ პიერო

ძნელია აღვწეროთ რა იყო ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსისთვის“. კაპიტანი, დროშა, ისტორია, ლეგენდა. ან უბრალოდ ალექსი, სახელი, რომელიც ერთადერთს, განუმეორებელს აღწერს ბიანკონერის ფერებში. სიყვარულის ისტორია 1993 წლის 12 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ფოჯაში ჯოვანი ტრაპატონიმ გადაწყვიტა მოედანზე 18 წლის ბიჭუნა შეეშვა ზურგზე 16 ნომრით.

ის ზაფხულში „პადოვადან“ მოსულიყო და მასზე უთქვამს: „10 წუთი საკმარისი გამოდგა იმის გასაგებად, რომ ჩემპიონი გახდებოდა“, – თქვა მოგვიანებით ტრაპატონიმ. დებიუტიდან ერთი კვირის შემდეგ კი, დელ პიერომ პროფესიონალებში პირველი გოლი გაიტანა „იუვენტუსის“ მაისურით პირველივე საშინაო მატჩში. „დელე ალპიზე“, „რეჯანასთან“. ეს იყო პირველი იმ 290-დან, რომელიც „იუვენტუსის“ მაისურით გაიტანა.

ალესანდრო დელ პიერო      

კლუბი: „იუვენტუსი“

თამაში: 705

გოლი 290

ნაკრები

თამაში: 91

გოლი: 27

 

 

 

 

 

„ახლა აქ ვარ და ვნახოთ, რა მოხდება“, – თქვა დელ პიერომ პირველ ინტერვიუში თამაშის შემდეგ. თან თავმდაბალი ღიმილიც დააყოლა, რომელიც ყოველთვის სამაგალითო იყო მსოფლიო ფეხბურთელში. თუმცა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა ვინ გახდებოდა და არც „იუვეს“ გულშემატკივრებმა, რომლებმაც 1995 წლის ზაფხულში სკეპტიკურად მიიღეს კლუბის არჩევანი რობერტო ბაჯოს გუნდიდან გაშვებისა და ფსონის 20 წლის დელ პიეროზე გაკეთების შესახებ.

სინამდვილეში ეს იყო გადაცემა სახელსა და ციფრს შორის, რომლებიც ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულნი, რადგან ერთი მეორესთან ასოცირდებოდა. ჩვენ ვსაუბრობთ დელ პიეროზე და 10 ნომერზე. ეს იგივეა, როდესაც სუპერგმირი ატარებს თავის მანტიას და მის გარეშე იგივე არ იქნება.

დელ პიერომ თავისი საიდუმლო იარაღი პირველად 1995 წელს ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ მატჩში გამოიყენა. ის დარტყმა შეორეულ ძელთან, რომელსაც ყველა ვიცნობთ, Goal Alla Del Piero-ს სახელით. მხატვრის შედევრი, როგორც პინტურიკიო, მეტსახელი, რომელიც ანიელიმ შეარქვა სტილის და ელეგანტურობის გამო.

დელ პიეროს პირველ წლებში ბევრი სიხარული მოვიდა, სკუდეტოები, ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ იყო ტკივილიც. ყველაზე დიდი რაღა თქმა უნდა, მამის გარდაცვალება, რომელსაც ალექსმა 2001 წელს „სან ნიკოლაზე“ გატანალი ულამაზესი გოლი მიუძღვნა. ეს იყო ყველაფრის გამოხატულება იმ მძიმე პერიოდისთვის, რომელიც გამოიარა და რომელიც იმ საშინელი ტრავმით დაიწყო, რის გამოც მოედნის მიღმა 9 თვე გაატარა.

სამი წლის შუალედით ალექსმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. იქამდე, სანამ ტურინში დაბრუნდებოდა და ყველაფერს თავიდან, სერია B-დან დაიწყებდა. რადგან „კავალერი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ალბათ, არაა შემთხვევითი, რომ დელ პიერომ მე-500 თამაში იმ ერთადერთ სეზონში ჩაატარა, რომელიც ქვედა ლიგაში გაატარა. ეს იყო იმის დასტური, რომ კაპიტანი არასდროს ტოვებდა გუნდს, მაშინაც კი, როცა „ბიანკონერის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი იდგა.

2006 წელს დელ პიერო 32 წლის იყო და აცნობიერებდა, რომ „იუვენტუსის“ იმედი და სიმბოლო გახლდათ. ალექსმა სერია B-ში ბომბარდირთა დავა მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი იგივე სერია A-შიც გააკეთა და პაოლო როსის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსგავსი რამის გაკეთება მოახერხა. 2008 წელი მისთვის ყველაზე ნაყოფიერი წელი იყო: 34 წლის ასაკში მთლიანობაში 28 გოლი გაიტანა და გახდა ერთადერთი იტალიელი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დუბლი შეასრულა.

ეს დღე სამუდამოდ დარჩება მის მეხსიერებაში და ყველა იმ ადამიანის, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ. „იუვენტუსის“ ქომაგების სიამოვნება მადრიდისტებმაც გაიზიარეს და როდესაც ალესანდრო კლაუდიო რანიერიმ შეცვალა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკა ფეხზე წამოდგა, ტაში დაუკრა. „რა თქმა უნდა, დელ პიერო მართლა არასდროს ბერდება“, – თქვა დიეგო არმანდო მარადონამ, რომელიც ამ ისტორიულ შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.

მისი უკანასკნელი სეზონი კაპიტნის რანგში იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომლისგანაც 10 წლით ადრე კაპიტნის სამკლავური გადაიბარა: ანტონიო კონტე. მან გაიტანა „სთედიუმზეც“, მეოთხე და ბოლო საშინაო მოედანზე. დელ პიეროს გოლი ჰქონდა გატანილი „კომუნალეზე“ (ახალგაზრდულ გუნდში თამაშის დროს), დელ პიერო იტანდა „დელე ალპიზე“, დელ პიერო იტანდა „ოლიმპიკოზე“ და დელ პიერომ გაიტანა „სთედიუმზე“. პირველი გოლი ახალ სტადიონზე განსაკუთრებულ დღეს გაიტანა. ეს იყო ანიელის გარდაცვალების მეცხრე წლისთავის დღე: „ეს საოცარია, ყველაფერი რაც ხდება, როდესაც ამ მაისურს ვატარებ და რაღაც განსაკუთრებულია“.

კაპიტანი – ეს სხვა ფილოსოფიაა, კაპიტანი, რომელიც ნავს არასდროს ტოვებს. 2012 წლის 13 მაისს მან ბოლოჯერ ითამაშა საკუთარ მოედანზე (ერთი კვირის შემდეგ კი უკანაკსნელად მოირგო „იუვეს“ მაისური „ნაპოლისთან“ იტალიის თასის ფინალში) და „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარმა რაღაც დაკარგა. ყველა ტიროდა, ზოგი შვილის თვალწინ, ზოგიც მეუღლის ან შეყვარულებულის. მაგრამ არავის რცხვენოდა, მეტიც, ამაყობდნენ ბოლო ემოციამდე, ბოლო გოლამდე სიამოვნება მიიღეს.

ვინაიდან დელ პიერო არ ყოფილა უბრალოდ ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა „იუვენტუსში“. არ ყოფილა უბრალოდ ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზ მეტი გოლი გაიტანა „ბიანკონერის“ ისტორიაში. დელ პიერო ყოველთვის იყო კაპიტნების კაპიტანი, იმიჯი იმისა, როგორ უნდა ატარო 10 ნომერი ზურგზე და მკლავზე სამკლავური.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …