მთავარი / სიახლეები / გასპერინი: “ფინალში “იუვე” ფავორიტია, მაგრამ ჩვენსას ვეცდებით”

გასპერინი: “ფინალში “იუვე” ფავორიტია, მაგრამ ჩვენსას ვეცდებით”

იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ნაპოლი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა (0:0, 3:1). ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მაისში ვითამაშებთ, საბედნიეროდ, მანამდე დროა. ჩვენ არაჩვეულებრივი საღამო გვქონდა და იმედი მაქვს, რომ ფინალშიც კარგად ვითამაშებთ. ძალიან ძლიერ და ფავორიტ „იუვეს“ შევხვდებით, მაგრამ გამარჯვებას ვეცდებით“, – თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალი 19 მაისს გაიმართება. „ატალანტა“ ფინალში 2018-2019 წლების სეზონშიც იყო, მაგრამ რომის „ლაციოსთან“ მარცხი განიცადა, „იუვე“ კი გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …