ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მეკარე დაასახელა. ცხადია, ეს მათი რედაქციის აზრი.
ათეულში ორი იტალიელი და ორივე „იუვენტუსის“ მეკარეა – დინო ძოფი და ჯანლუიჯი ბუფონი. დინოს მესამე, ხოლო ჯიჯის მეოთხე ადგილი ერგო.
მათ ინგლისელმა გორდონ ბენქსმა და რუსმა ლევ იაშინმა აჯობეს.
1. ლევ იაშინი (რუსეთი)
2. გორდონ ბენქსი (ინგლისი)
3. დინო ძოფი (იტალია)
4. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
5. მანუელ ნოიერი (გერმანია)
6. პეტერ შმეიხელი (დანია)
7. ზეპ მაიერი (გერმანია)
8. იკერ კასილიასი (ესპანეთი)
9. ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები)
10. პეტერ შილტონი (ინგლისი)