ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ბოდიშის მოხდა მოუწია. კოლუმბიელმა „იუვეს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, ანდრეა ფორტუნატოს ფოტოზე კომენტარი გააკეთა და დაწერა, რომ ის რაბიო იყო. თუმცა, კუადრადომ არ იცოდა ფორტუნატოს ისტორია:
„დიდი რაბიო, მაგრამ ეს შენ ხარ?“ – დააკომენტარა კუადრადომ. ამის გამო კოლუმბიელს ბოდიშის მოხდა მოუწია და კომენტარიც წაშალა.
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ბოდიში მოვუხადო ყველა იუვენტინოს, პოსტზე ჩემი კომენტარის გამო. ფოტო ნამდვილად ისე ვნახე, რომ არ წამიკითხავს სათაური და მომხდარი. უბრალოდ შევხედე და ვიფიქრე, როგორ გავდა რაბიოს. ბოდიში“, – დაწერა ხუანმა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ფორტუნატო 1995 წლის 25 აპრილს, 23 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. ფორტუნატო მარცხენა მცველი იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. „იუვენტუსში“ კი 1993 წლიდან გარდაცვალებამდე თამაშობდა.