ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ 2004 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც „ბებერ სინიორას“ ავარჯიშებდა და გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი მივიდა.
კაპელოს განცხადებით, იბრას ურჩია საცირკო წარმოდგენები ნაკლებად გაეკეთებინა.
„ზლატანი „აიაქსიდან“ როდესაც მოვიდა, მხოლოდ გასართობად თამაშობდა, გოლის გატანა მისთვის მთავარი არ იყო. პოტენციალით, რომელიც იმ დროს ჰქონდა, მეტი უნდა გაეკეთებინა და ნაკლებად მიემართა საცირკო წარმოდგენებისთვის. სწორედ ეს ვუთხარი. ახლა 38 წლისაა და თავის დონეს ისევ გვიჩვენებს. ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა, მე უბრალოდ რჩევა მივეცი და მან პრაქტიკაში გამოიყენა“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ კაპელო და ზლატანი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში მუშაობდნენ, შემდეგ კი ერთი „რეალში“ წავიდა, მეორე – „ინტერში“.