ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მარკ იულიანომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და საინტერესო ინტერვიუც გამოვიდა. აქვე გეტყვით, რომ იტალიელი “ბებერი სინიორას” ღირსებას 1996-2005 წლებში იცავდა.
ყველაზე ძლიერი მეტოქე
რონალდო, ფენომენი, რაღაც საოცარი იყო. „ინტერში“ და „რეალში“ თამაშის დროსაც, შთამბეჭდავი და ბრწყინვალე იყო.
რონლდოსთან შეჯახება და ცნობილი დავის საგანი – არდანიშნული პენალტი
ორ დღეში 22 წელი გადის ამ მომენტიდან და დღე არ გადის მასზე საუბარი რომ არ მომიწიოს. პირველ წლებში ეს თემა მაწუხებდა, რადგან ხალხს ვახსოვარ მხოლოდ ამ ეპიზოდით მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში 15 წელი ვითამაშე და ყველაფერი მოვიგე. რონალდოს მას შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი და ყოველთვის ვხუმრობდით ამ ეპიზოდებზე. მესმის “ინტერისტების“ აღშფოთება იმ ეპიზოდში, რადგან ტიტულისთვის იბრძოდნენ.
5 მაისის სკუდეტო
ეს იყო გიჟური ჩემპიონატი, ყველაზე მოულოდნელი სკუდეტო. „ინტერმა“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დარწმუნებული ვიყავით, რომ რომში ჩემპიონობას იზეიმებდნენ. სამაგიეროდ, მათ ვერ მოიგეს და ჩვენ ამით ვისარგებლეთ. მოგვიანებით „მალიორკაში“ კუპერთან ერთად ვმუშაობდი და ვეუბნებოდი, რომ სკუდეტო მათი დამსახურებით მოვიგეთ.
ანტონიო კონტე
გიჟური ფეხბურთის იდეები აქვს, გამარჯვებულის მენტალიტეტი, მას ერთი ვარჯიშის გაცდენაც არ სურდა, წარმოუდგენლად სასტიკი იყო. თავისი ფეხბურთელებისგან საუკეთესოს გამოდნობას ახერხებს. მან ეს გააკეთა ნაკრებშიც, სადაც კლუბთან შედარებით დრო ნაკლები გაქვს. ეს მიანიშნებს კონტეს თვისებებზე. ის ჩვენი კაპიტანი იყო. ანტონიო და ზიდანი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელები არიან, თუნდაც განსხვავებული ხედვით: ანტონიო უფრო ტაქტიკურია, ხოლო ზიზუ ნაკლებადაა სქემებთან დაკავშირებული.
ტოპ 11
კარში ბუფონს დავაყენებ, დაცვაში ტურამი, კანავარო, მონტერო და მალდინი. ნახევარდაცვაში კონტე და დავიდსი, ფორვარდის უკან მესი, ნედვედი, კრიშტიანუ რონალდუ და ფორვარდად რონალდო. ამ გუნდთან ერთად შეუძლებელი იქნებოდა, რომ ყველა თამაში არ მოეგოთ.