„ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩის დაწყებამდე ფრანგულ რადიო RTL-ის ეთერში პოლემიკური განცხადება გაკეთდა.
„აი, Juvirus-ის გულშემატკივრები“ – თქვა მატჩის დაწყებამდე რადიოში გადაცემის წამყვანმა. ასე ტურინელი გულშემატკივრები მოიხსენია და დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ აქცენტი კორონავირუსზე გააკეთა და ტურინელი ქომაგები ამ ინფექციასთან გააიგივა.
სკანდალურ განცხადებას ტვიტერში ლაპო ელკანი გამოეხმაურა და ფრანგულმხარეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა:
„იტალიისთვის ასეთ დელიკატურ მომენტში ამის თქმა არ შეგეძლოთ. უნდა გრცხვენოდეთ და ბოდიში უნდა მოიხადოთ. „იუვენტუსის“ გულშემატკივრები და იტალიელები პატივისცემას იმსახურებენ. თქვენ უპატივცემულო და უღირსი ადამიანები ხართ“, – დაწერა ელკანმა.