ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლიონთან“ წაგების (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, შემდეგი ეტაპის საგზური აუცილებლად უნდა მოიპოვონ.
„პირველ ტაიმში შეცდომები დავუშვით. ჩვენ ყოველთვის მეორე ვიყავით ბურთზე, დისტანციაზე, ბრძოლაში და აგრესია გვაკლდა. ასეთ თამაშებში ამისთვის აუცილებლად ისჯები. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ გვიან გავიღვიძეთ. ახლა კვირას გამარჯვებაზე და შემდეგ ამ დუელის საპასუხო მატჩის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ“, – აღნიშნა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი ტურინში 17 მარტს გაიმართება.