მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “პირველი ტაიმი შეცდომა იყო”

შჩესნი: “პირველი ტაიმი შეცდომა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ლიონთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშა.

„პირველ ტაიმში შეცდომა დავუშვით, ნაკლებად მოწესრიგებულად ვთამაშობდით. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია საპასუხო თამაშში უნდა გამოვასწოროთ და მეორე ნახევარში ნაჩვენები დადებითი მომენტებიდან ავაწყოთ ჩვენი თამაში. გაშვებული გოლი? ფეხბურთელის ნაკლებობამ გამოიწვია სხვაობა, მაგრამ მეტოქის შეტევა მანამდე უნდა შეგვეჩერებინა“, – აღნიშნა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი ტურინში 17 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …