მთავარი / სიახლეები / დანილო: “ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში”

დანილო: “ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ლიონთან“ (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, საპასუხო შეხვედრაში თამამები უნდა იყვნენ.

„არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის გაჩუქება. უნდა ვიმუშაოთ და ვითამაშოთ ისე, როგორც შესვენების შემდეგ, შევინარჩუნოთ ბურთი, ვითამაშოთ მოკლე პასებით. საპასუხო მატჩში ჩვენი პუბლიკის თვალწინ სითამამე უნდა გამოვაჩინოთ“, – აღნიშნა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი ტურინში 17 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …