ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და კმაყოფილი დარჩა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, სახლში კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო და ახლა სტუმრად გოლის გატანას ეცდებიან.
„არ მწყდება გული, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, დარწმუნებული ვართ, რომ კარგი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, განსაკუთრებით შეტევაში. მნიშვნელოვანია, რომ სახლში გოლი არ გავუშვით.
ვფიქრობ, ნორმალურია „იუვენტუსთან“ სირთულეები, მაგრამ მომეწონა როგორ ვიბრძოდით და როგორ გვჯეროდა ამ გამარჯვების.
ჩვენ შევცვალეთ თამაშის ფაზები, პირველ წუთებში ცოტა მორიდებულები ვიყავით, შემდეგ კარგად ვითამაშეთ, გავაფართოვეთ თამაში და მოვახდინეთ შეტევა.
შემდეგ ეტაპზე გასვლა? ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა და ახლა შესვენებაზე ვართ. კვალიფიცირება რთული იქნება, ახლა „იუვენტუს სთედიუმზე“ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად“, – თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს გაიმართება.