ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს დუბლით „უდინეზე“ 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც თითქმს ყველა შეხვედრის გმირ რონალდუს უკავშირდება.
27 – მხოლოდ ლევანდოვსკიმ გაიტანა ტოპჩემპიონატებში უფრო მეტი გოლი (36), ვიდრე რონალდუმ (27). კრიშტიანუს 16 გოლი სტუმრად აქვს გატანილი და გასვლაზე მას საუკეთესო შედეგი გააჩნია. სტუმრად 16-ზე მეტი გოლი მას მხოლოდ 2014-2015 და 2010-2011 წლებში აქვს გატანილი და ორჯერვე თავი 23 გოლით გამოიჩინა.
8 – მხოლოდ ჰოლანდს აქვს მიმდინარე სეზონში უფრო მეტი დუბლი შესრულებული (9) ტოპლიგებში, ვიდრე კრიშტიანუს (8). ასევე, მხოლოდ ჰოლანდს აქვს უფრო მეტი გოლი თავით გატანილი (9), ვიდრე რონალდუს (8).
7 – კრიშიტანუს „უდინეზეს“ კარში 7 გოლი აქვს გატანილი და იტალიაში უფრო შედეგიანად მხოლოდ „კალიარისთან“ (8 გოლი) თამაშობს.
17 – იუვენტუსზე მეტი ქულა არცერთ გუნდს არ მოუპოვებია მიმდინარე სეზონში იმ თამაშში, რომელსაც თავიდან აგებდა (17). იგივე შედეგი აქვს „სასუოლოს“.
2 – „იუვენტუსმა“ მატჩის ბოლო 10 წუთში 2 გოლი იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა და მაშინ „სასუოლოს“ გაუტანა ორჯერ ბოლო 10 წუთში.