ტურინის „იუვენტუსი“ „ვალენსიასა“ და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველით, ხოსე გაიათი დაინტერესდა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, „ღამურების“ ფეხბურთელით ყველაზე მეტად „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“ არიან დაინტერესებულნი.
25 წლის მცველი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 258 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. გაია ესპანეთის ნაკრების წევრი 2018 წლიდანაა და 13 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.