კრიშტიანუ როანლდუ სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებას არ გეგმავს. ინფორმაციას Sportmediaset-ი ავრცელებს.
რონალდუს სურს, რომ ტურინში კონტრაქტის ამოწურვამდე, 2022 წლის ზაფხულამდე დარჩეს და პორტუგალიელი სავარაუდოდ, მომდევნო სეზონსაც „ბებერ ქალბატონში“ გაატარებს,
2022 წლის შემდეგ კი მას განზრახული აქვს, რომ ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნდეს, რომელიც მის კარიერაში პირველი პროფესიონალური კლუბი იო.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და შავ-თეთრი მაისურით დღემდე 99 გოლის გატანა მოახერხა.