მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “პარმა” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “პარმა” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში „პარმა“ 4:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფაქტებსა და საინტერესო სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა.

33 – კრიშტიანუ რონალდუს გარდა, სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ 3 ფეხბურთელია, რომელსაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმუმ 33 გოლი გაუტანია. პორტუგალიელზე უკეთესი შედეგი ჰქონდა მხოლოდ გუნარ ნორდალს (1950 წელს, 36) და ფელიჩე ბორელს (1933 წელს, 41 გოლი). რონალდუ დაეწია ომარ სივორის, რომელმაც 1961 წელს 33 გოლი გაიტანა.

1 – „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელი,რომელმაც სერია A-ში ერთ კალენდარულ წელში რონალდუზე მეტი გოლი გაიტანა, ფელიჩე ბორელია (41 გოლი, 1933 წელს). მიმდინარე სეზონში გატანილი 12 გოლიდან რონალდუმ 9 სტუმრად გაიტანა და ტოპ 5 ჩემპიონატში გასვლაზე ასეთი შედეგი არავის აქვს.

3 – „იუვენტუსმა“ სერია A-ს ორ საგარეო მატჩში ზედიზედ მინიმუმ 3 გოლი თამაშში 2017 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

2 – „იუვენტუსს“ სერია A-ში საწყის 30 წუთში 2 გოლი ბოლოს ივლისში, „სასუოლოსთან“ ჰქონდა გატანილი.

0 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში სტუმრად საკუთარ კარი მშრალად ივნისის შემდეგ პირველად შეინახა, როდესაც მაშინ „ბოლონიას“ 2:0 მოუგო. მას შემდეგ ზედიზედ 11 საგარეო მატჩში „იუვე“ გოლს უშვებდა.

50 – დეიან კულუშევსკიმ სერია A-ში 50-ე თამაში ჩაატარა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …