მთავარი / სიახლეები / სერია A / “პარმა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“პარმა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში „პარმა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, დეიან კულუშევსკისა და ალვარო მორატას გოლებით 4:0 გაანადგურა და ცალსახად, სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით, რომელიც ყველა მოთამაშის შემთხვევაში მაღალია.

ბუფონი 7 – ბრუნდება თავის სტადიონზე, სერია A-ში დებიუტიდან ზუსტად 25 წლისა და 1 თვის შემდეგ. „პარმა“ დაცვითი ფეხბურთით შემოიფარგლა, მაგრამ 0:0-ზე კუცკას დარტყმისგან გუნდი გადაარჩინა დ შემდეგ იმავე კუცკას 3:0-ზეც აჯობა.

დანილო 6.5 – ყოველთვის სწორ ადგილას იყო. ჟერვინიო პირველ ტაიმში თამაშიდან გამოთიშა.

ბონუჩი 6.5 – გუნდის პირველი რეჯისტა ის იყო და დანილოსა და დე ლიხტს დაუტოვა ბინძური სამუშაო. ერთადერთი ნაკლი ის ჰქონდა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს 1 მეტრიდან მეტოქის კარში გოლი ვერ გაიტანა.

კუადრადო შ.გ – კოლუმბიელს ამჯერად პირლომ დასვენების შესაძლებლობა მისცა და მხოლოდ 15 წუთი ათამაშა.

დე ლიხტი 7 – ის ყველგან არის, „პარმას“ საჯარიმო მოედანთან ხშირად იყო და ხშირად მოქმედებდა, როგორც ნახევარმცველი. აბსოლუტური დომინანტია.

ალექს სანდრო 6.5 – „იუვე“ ხშირად უტევდა მარცხნიდან და მან იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო მზად.

კულუშევსკი 6.5 – ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ პირველი მომენტი გოლად აქცია. მისი თამაში უნდა ყოფილიყო და ასე იყო.

მაკკენი 7 – გიჟურ ფორმაშია, ის ორმაგად იზრდება სხვებთან შედარებით, ყოველთვის მოძრაობს და ხარისხიანად.

პორტანოვა შ.გ – ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოლო წუთები ითამაშა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მეკარემ აჯობა.

ბენტანკური 7 – იზრდება, ყოველთვის სწორად იქცეოდა, როგორც იქნა, კარგ ფორმაშია. სეზონის მეორე ნაწილში შეიძლება ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

რემზი 6.5 – პრობლემა ისაა, რომ ის თვეში მეტ-ნაკლებად ორი თამაშის ჩატარებას ახერხებს. ეს პრობლემაა, რადგან როდესაც ის მოედანზეა, პირლო პოულობს სწორ ადამიანს ამ პოზიციაზე.

ბერნარდესკი 6 – მას გაუჭირდა თამაშში ჩართვა, მაგრამ ალვარო მორატას საგოლე გადაცემა გაუკეთა. უზუსტესი პასი იყო.

მორატა 7.5 – ერთი გოლი, ერთი საგოლე პასი. მან იცის როგორ ითამაშოს თანაგუნდელებთან.

რონალდუ 7.5 – ოთხშაბათს, „ატალანტასთან“ დაშვებულ შეცდომებს ისეთი რეაგირება მოახდინა, როგორც მან იცის. თამაშობს ლიდერის რანგში და გოლები გაიტანა. თან, რა გოლები…

კიეზა შ.გ – წინა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა მოედანზე.

პირლო 7 – გზა იკვეთება, ზოგი ნაბიჯი წინ არის, ზოგი – უკან. „იუვე“ მთელი დატვირთვით უტევს, ინარჩუნებს ბურთს, ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს. „პარმასთან“ თითქმის ყველაფერი გამოვიდა, გარდა მომენტების რეალიზებისა, რომლის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ გუნდი მკაფიო იდეებით დომინირებდა. ასე რომ, ეს სულ სხვა „იუვეა“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …