ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ წლის ბოლო მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი „ფიორენტინასთან“ გამართავს, JTV-სთან კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა.
„დიბალამ ცოტა ინდივიდუალურად ივარჯიშა, ცოტაც გუნდთან ერთად, ვფიქრობ, რომ მას შეუძლია თამაში. დემირალიც უკეთაა, არტური კი ამ მატჩში ხელმისაწვდომი არ არის.
მაკკენი, ბენტანკური და რემზი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, რომლებიც ერთმანეთს კარგად ავსებენ. ერთი უფრო ტექნიკურია, მეორე ზონებს კარგად ავსებს, როდრიგომ კი ყველაფრის გაკეთება იცის. ჩვენ შეგვიძლია დაკარგულ ბურთებზე უფრო მეტი აგრესია გამოვიჩინოთ.
„პარმასთან“ მოგება? მთავარი განწყობა იყო. ჩვენ გაბრაზებულები ვიყავით იმის გამო, რომ „ატალანტასთან“ ვერ მოვიგეთ. ამიტომ, „პარმასთან“ გამარჯვება სავალდებულო იყო. შესანიშნავად ვითამაშეთ, დიდი სულისკვეთებით და თითოეული მატჩი ამ სურვილით უნდა ვითამაშოთ. ტურინული დერბის მეორე ტაიმში, „ბარსელონასთან“, „ატალანტასთანაც“ კი ერთი განწყობით ვითამაშეთ და ეს მინდა, ასეთი მიდგომით თამაში უფრო ადვილია“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ფიორენტინას“ მატჩი 22 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.