ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში მასსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის მესიჯები საჯაროდ გამოაქვეყნა. ფრანგი და პორტუგალიელი „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე ხუთი დღით ადრე მესიჯობდნენ.
ევროა რონალდუს თხოვდა, რომ ესპანური ბარიერი დაეძლია, რაზეც კრიშტიანუს პასუხი იყო – დავანგრევთ:
– ძმაო, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში შენი იმედი მაქვს!!! არასდროს შენში ეჭვი არ შემპარვია! ხალხი ყოველთვის მკლავს, როდესაც შენ ან „იუვენტუსი“ მარცხდებით.
– ვიცი. შემდეგ ეტაპზე გავალთ ძმაო. მათ სახლში დავანგრევთ.
– ზუსტად!!! ვივა რონალდუ
– აჰაჰაჰა.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ატლეტიკოსთან“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით 3:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.