ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ჩირო ფერარამ „ატლეტიკოსთან“ შეხვედრა შეაფასა. ფერარას განცხადებით, ამ გამარჯვებაში მასიმილიანო ალეგრის დიდი წვლილია და „ბიანკონერის“ მისი სათანადადო შეცვლა ძალიან გაუჭირდება.
„მაქსს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ამ წლებში საოცარ შედეგებს მიაღწია. ბოლო ოთხ სეზონში ყველაფერი მოიგ, მაგრამ იტალიაში ასეა, ერთ თამაშს წააგებ და ფეხბურთი აღარ გესმის. სამშაბათს დიდებული ორკესტრი ვნახეთ. როდესაც ალეგრი „იუვეში“ აღარ იქნება, მაშინ მიხვდებიან რას ნიშნასვ ასეთი სიღრმისეული მწვრთნელი. შეხედეთ რა მოხდა „რეალში“ ზიდანის წასვლის შემდეგ. რთული იქნება ასეთი მწვრთნელის შეცვლა“.
– ლიპიმ თქვა, რომ ყველაზე მეტად ალეგრი ჰგავს.
– ლიპის ღირებულებებს კარგად ვიცნობ, მაგრამ ალეგრისთან არასდროს მიმუშავია. რაც გარედან ჩანს, ფეხბურთელები სრულ ჰარმონიაში არიან, იციან რა უნდა გააკეთონ. უნდა ითქვას ისიც, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჰყავთ. ასეთი ფენომენი გამარჯვებული გუნდის სათამაშო სისტემაში უნდა ჩაჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებოდა.
– ემრე ჯანის პოზიციამ გაგაკვირვათ?
– ეს იყო ეფექტური ინტუიცია. განსაკუთრებით მომეწონა საერთო დამოკიდებულება. სამივე მცველი კომპაქტურად თამაშობდა და ფლანგის მცველები შეტევაში ინტენსიურად მიდიოდნენ.
– სიმეონეს „ატლეტიკოთი“ იმედგაცრუებული დარჩით?
– გულწრფელად, ეს უფრო „იუვეს“ დამსახურება იყო. მორატას წინააღმდეგ მცველები ძალიან ყურადღებით თამაშობდნენ. მორატას თამაშიდან გამოთიშვით უსაქმოდ დარჩა გრიზმანიც, რომელსაც მეორე ბურთი სათამაშოდ არასდროს მისცემია. „იუვემ“ პრაქტიკულად იდეალური თამაში ჩაატარა.
– პირველი ტაიმის მიწურულს ბონუჩიმ ერთ ეპიზოდში მორატა დაკარგა. იქ თქვენ რომ ყოფილიყავით, ეს არ მოხდებოდა?
– არა, არა, მე უარესები გამიკეთებია. შეიძლება ეს მოხდეს. 90 წუთის განმავლობაში „ატლეტიკო“ ძალიან მოტივირებული იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ფინალი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ იმართება. „იუვეს“ დაცვის ხაზი მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.
– შიშის დაძლევის შემდეგ შეიძლება თასის მოგება?
– დარწმუნებული ვარ „იუვე“ შემადგენლობით ევროპის საუკეთესო გუნდებშია და კონკურენტუნარიანია. 1996 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ ცოტა იღბალიც დაგვეხმარა და ალეგრის გუნდსაც იგივეს ვუსურვებ.