მთავარი / გალერეა / ევრა: “იუვენტინო ვარ და ყველანი მიყვარხართ” [VIDEO]

ევრა: “იუვენტინო ვარ და ყველანი მიყვარხართ” [VIDEO]

პატრის ევრა სოციალურ ქსელში ძალზე აქტიურია და დღე არ გავა სახალისო ვიდეო რომ არ განათავსოს. ამჯერად, ევრა იტალიელებს სიყვარულში გამოუტყდა და თქვა, რომ ყოველთვის იუვენტინო იყო. მიუხედავად ამისა, ის იტალიელებიც უყვარს, რომლებსაც „იუვენტუსი“ სძულთ.

„დღეს განსაკუთრებული ორშაბათია ჩემი ძვირფასი იტალიელებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მათთვისაც, ვისაც „იუვე“ სძულს, რადგან იუვენტინო ვარ და თქვენც მიყვარხართ. მეტი პოზიტიურობაა საჭირო. იტალია არის ქვეყენა, რომელმაც კარი 17 წლის ასაკში გამიღო, მიყვარხართ სამუდამოდ, ფორცა იუვე!“, – თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა „იუვენტუსში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა. იტალიაში კი მანამდე, 1999-2000 წლების სეზონში „მონცას“ რიგებშიც ირიცხებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *