მთავარი / სიახლეები / ძამპარინიმ პირლოზე და დიბალაზე დეტალურად ისაუბრა

ძამპარინიმ პირლოზე და დიბალაზე დეტალურად ისაუბრა

იტალიური „პალერმოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. ძამპარინი ის ადამიანია, რომელმაც იტალიაში პაულო დიბალა ჩაიყვანა. მან დიბალას ურჩია, რომ „იუვენტუსი“ დატოვოს, რადგან იქ სხვა პირველი ნომერია -კრიშტიანუ რონალდუ.

გარდა ამისა, ანდრეა პირლოზეც ილაპარაკა და „იუვენტუსს“ ეს გადაწყვეტილება მოუწონა. ძამპარინი დარწმუნებულია, რომ პირლო დიდ წარმატებას მიაღწევს.

– ისევ დარწმუნებული ხართ, რომ დიბალა ახალი მესია?

– დარწმუნებული ვარ. აზრი რატომ უნდა შემეცვალა? დიბალა გარდა იმისა, რომ ნამდვილი ჩემპიონია, ძალიან კარგი ბიჭია. არ მესმის, რატომ ცდილობენ ადამიანები ამის დავიწყებას.

– რას გულისხმობთ?

– როდესაც საფეხბურთო გადაცემებს ვუსმენ, საუბრობენ „იუვენტუსის“ შემადგენლობაზე და დიბალა ავიწყდებათ. არ მესმის რატომ!

– ალბათ იმიტომ, რომ დიბალას სეზონის დასაწყისში სხვადასხვა ფიზიკური პრობლემა ჰქონდა და თადარიგში რჩება…

– კი მაგრამ ხუმრობთ? დიბალა სერია A-ს ძირითადის ფეხბურთელი არ უნდა იყოს? პაულოს სამი წლის წინ ჩემი რჩევისთვის უნდა დაეჯერებინა.

– რომელი რჩევისთვის?

– ტურინი დაეტოვებინა. მე მას ნათლად ვუთხარი: „პაულო, შენივე სასიკეთოდ უნდა დატოვო „იუვენტუსი“. მისი ფეხბურთი ფანტაზიაა. ის უფრო ესპანეთშია, „ბარსელონაში“ ან „რეალში“. მაგრამ ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ „იუვენტუსში“ თავს კარგად გრძნობდა.

– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ დიბალასთვის ყველაზე კარგი „იუვენტუსიდან“ წასვლაა?

– იმიტომ, რომ პაულო ნადვილი ჩემპიონია და არა მოადგილე… „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუა, ნამდვილი ფენომენი და დიბალა უნდა წავიდეს, რომ ახალი რონალდუ გახდეს სხვა დიდ გუნდში. კრიშტიანუ იბრაჰიმოვიჩს ჰგავს. ძალიან ძლიერი მოთამაშეები, რომელთაც წარმოუდგენელი პიროვნული თვისებები აქვთ და გიჟური გამოცდილება. ისინი ორივე ჩემპიონები არიან,გამარჯვების მაგალითს იძლევიან. პაულოს ვურჩევ, რომ ნომერი პირველი სხვაგან გახდეს.

– როგორ შეაფასებთ პირლოს „იუვენტუსში“ დანიშვნას?

– ეს ის ნაბიჯია, რომელიც მომეწონა. კარგი ფსონია, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან პირლო ჩემპიონია და უპირველეს ყოვლისა, ძალიან ჭკვიანია. ეს არის არჩევანი, რომელიც გარკვეულწილად მაგონებს კაპელოს „მილანში“ დანიშვნას, ან „იუვენტუსში“ ტრაპატონის პირველად მისვლას. პირლოს გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ შეუძლია დაეყრდნოს ისეთ ჩემპიონს, როგორიც რონალდუა. ზუსტად ისე, როგორც ამას პიოლი იბრაჰიმოვიჩთან აკეთებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …