ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ Vanity Fair-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც არასაფეხბურთო თემებზე და საკუთარ თავზე საუბრობს. პაულო არგენტინაში დაიბადა, მაგრამ მისი წინაპრები პოლონეთიდან ემიგრანტი იყო. მან ეს ისტორიაც გაიხსენა, როგორ ჩავიდა ბაბუამისი პოლონეთიდან არგენტინაში.
„კარგი მოჭადრაკე ვარ? მართალია. 18-წლამდე რამდენიმე ტურნირში ვმონაწილეობდი ჩემს ქალაქში, კორდობაში. გავიმარჯვე პროვინციულ ტურნირებზე, შემდეგ კი ეროვნულ ტურნირებზე გავედი და მეორე ადგილი დავიკავე. მოთმინებით ვუყურებ მეტოქის ნაბიჯებს და შეტევაზე გადავდივარ, როდესაც შემიძლია. ზოგადად, ცხოვრებაშიც, ვარ ადამიანი, რომელმაც ლოდინიიცის, იცის, როგორ მოახდინოს კონცენტრირება სწორი ნაბიჯების გადასადგამად საჭირო დროს. ყოველთვის ვცდილობ მოკლე მიზნები დავისახო, რადგან მათი მიღწევა ყველაზე მარტივია. დროსთან ჩემი ურთიერთობა ფუნდამენტურია.
წვერი? პრობლემა ის არის, რომ წვერი უბრალოდ არ მეზრდება. ჩემი თვალები მწვანეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი გოგონას თქმით ცისფერია. ბაბუაჩემისგან გადმომეცა, რომელიც გარდაიცვალა, როდესაც 4 წლის ვიყავი, მაგრამ ოჯახში მასზე ბევრს მიყვებოდნენ. როდესაც პოლონეთიდან არგენტინაში ჩავიდა, ორი კვირა ხორბლის შუა მინდორში იწვა და შიმშილობდა, სანაც იქაურმა ფერმერებმა არ გადაარჩინეს. შემდეგ ნელ-ნელა მან ააწყო თავისი ცხოვრება. ვამაყობ იმით, რაც მან შექმნა და რაც დაგვიტოვა. შემდეგ მამაჩემმამასწავლა პასუხისმგებლობა, ხალხის პატივისსცემა, გავიზარდო როგორც ადამიანი ყველა ასპექტში.
მამა მშვიდი, ჩუმი ადამიანი იყო, რომელსაც ყველაფერზე მეტად ფეხბურთი უყვარდა და ჩვენზეც შეგვყავარა. მას მე და ჩემი ძმები ყველგან დავყავდით, სადაც თამაში შეგვეძლო, სადაც ბედნირებს დაგვინახავდა. ის მანქანების მოყვარული იყო და ხშირად იცვლიდა. Volkswagen, Chevrolet , Volvo… დედაჩემი ყოველი ახალი შენაძენის შემდეგ ბრაზობდა, მაგრამ ის სამსახურით ახერხებდა ყიდვას და ამას იმსახურებდა. რაში ვგავარ? ფეხბურთის სიყვარულით და მანქანების გატაცებით. მიუხედავად იმისა, რომ მე ხშირად არ ვიცვლი, როგორც ის აკეთებდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 მანქანა შევიცვალე. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ გვთავაზობს სამსახურეობრივ მანქანას, ბოლოს ჩემი შეყვარებული იყენებდა.
მე ძალიან ფრთხილი ვარ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, ეს ჩემი ოჯახის რეკომენდაციაც არის. მე არ ვარ ხელოვნების დიდი კოლექციონერი, ჩემი ერთადერთი კოლექცია საფეხბურთო მაისურებია, ვაგროვებ, ასეულობით მაქვს. იმათი, ვისაც თამაშის ბოლოს ვუცვლი, პლუს, რასაც მჩუქნიან ან თანაგუნდელებს ვთხოვ. აღარაფერს ვამბობ იმ ფორმებზე, რომლებსაც ინტერნეტით ვყიდულობ. უბრალოდ საკმარისია ამ მაისურებს შეეხოთ. დელ პიეროს მაისურისთვის უბრალოდ გავგიჟდებოდი და ასევე, აუქციონზე მარადონას მაისური, რომელიც ბრაზილიასთან ეცვა მინდოდა, მაგრამ ვიღაცამ ჩემზე მეტი გადაიხადა“, – თქვა დიბალამ.