მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა “ბაიერნში” გადავა

დუგლას კოშტა “ბაიერნში” გადავა

სამი წლის შემდეგ დუგლას კოშტა „იუვენტუსს“ ტოვებს. ბრაზილიელი მიუნხენის „ბაიერნში’ ბრუნდება და გერმანელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

კოშტამ „იუვეში“ 2017 წლიდან 103 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ის „იუვენტუსმა“ 2017 წელს სწორედ „ბაიერნიდან“ იჯარით დაიმატა და პირველი სეზონი კარგად ჩაატარა, რის შედეგადაც გამოისყიდეს, თუმცა ბოლო ორი სეზონი ტრავმების გამო ჩააგდო.

დუგლას კოშტა „ბაიერნში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა და 77 თამაშში 14 გოლი გაიტანა. ბრაზილიელის ტრანსფერამ „იუვეში“ ფედერიკო კიეზას გადმოსვლა განაპირობა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …