ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატია დე შილიო კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგების სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, ტრანსფერი რუდი გარსიამ მოითხოვა.
მატია „ლიონს“ ერთწლიანი მშრალი სესხით შეუერთდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი გამოსყიდვის უფლება „ლომებს“ არ ექნებათ.
მატია დე შილიო „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 62 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.